პოლიტიკა
ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიში არ დარჩება, რადგან ვიმყოფებით აბსურდის თეატრში - ადა მარშანია
იქამდე მივედით, რომ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნით და მისი შემადგენლობით აბსურდი დავაკანონეთ, ხოლო საღი აზრი, ზნეობა და მორალი სისულელედ გამოვაცხადეთ - ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში, - განაცხადა კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრმა, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ შეეფასებინათ ზნეობრივად, პოლიტიკურად და სამართლებრივად 9- წლიანი რეჟიმი, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა.
,,ამ კომისიის შექმნა არის ამ უმსგავსობის პიკი. ცინიზმს და უნამუსობას პარლამენტში არა აქვს საზღვარი და ვხედავ, რომ ეს საზღვრები გარღვეულია ამ თვალსაზრისით. ბატონო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგებარებინათ ბოკერია და დაგეკითხათ, ახლა თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში. მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას“ - თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში და ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, რადგან მკვლელებსა და სადისტებს ხელს აფარებთ. ეს კომისია არის ამის გვირგვინი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


