უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აგვისტო, 2018 11:45
font-size

ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა - მამუკა ბახტაძე სერგეი შამბას განცხადებაზე

„ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას, რომ დროა, სოხუმმა თბილისთან დიალოგი დაიწყოს.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი არის მშვიდობა.

„ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. აქვე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც დაცულია ყველა პიროვნების ინტერესი და ღირსება, სადაც ყველას აქვს საშუალება, მოახდინოს საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება.

ეს გახლავთ ჩვენი მხრიდან ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

შამბამ რუსულ რადიოსადგურ „Эхо Москвы“-სთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ თბილისთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.

„მე ვიყავი პირველი, ვინც დაიწყო საუბარი, რომ რაღაცნაირად უნდა დალაგდეს დიალოგი და დავფიქრდეთ ერთობლივ მომავალზე, იმ გაგებით, რომ ჩვენ ვართ მეზობელი ერები. არა მარტო ჩვენსა და საქართველოს შორის - მეზობელი ევროპული ერები ერთმანეთს ოდესღაც ეომებოდნენ. მაგრამ მერე მოდის დრო, როცა საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, რომ ახლა შესაძლებელია ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთანაც“, -თქვა შამბამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი