უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2019 15:20
font-size

ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად - 1 ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები - მამუკა ბახტაძე

ამ პროგრამით და სხვა ნაბიჯებით, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება, მოგვეცემა საშუალება, თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მედიკამენტების შეძენის ხარჯი იქნება მინიმალური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში, იმ პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ დაიწყოს იმ პრობლემების სისტემური მოგვარება, რომელიც არის საზოგადოებაში და ქვეყნის ეკონომიკაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება განიხილებოდეს სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან, ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიდის მედიკამენტების შეძენაში.

„ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს. მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომობა წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად - 1 ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებები.

„უკვე 2 წელია მოქმედებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლითაც უკვე 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ პროგრამით. აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამა ამოქმედებულია საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული მედიკამენტების შეძენა 118 აფთიაქში არის შესაძლებელი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი