პოლიტიკა
ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური ამოცანაა დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა - ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდის ოფისში მეორე ტურზე მსჯელობენ
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დილიდან შეხვედრები მიმდინარეობს. პარტიის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, შეხვედრას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მართავენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის ლიდერები შეხვედრაზე მეორე ტურის სამზადისზე მსჯელობენ.
„მიმდინარეობს მსჯელობა მეორე ტურთან დაკავშირებით. ჩვენ მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილი, რასაც სჭირდება შესაბამისი პასუხი“, -თქვა დავითულიანმა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, დავითულიანმა განაცხადა, რომ ოპონენტები ხელისუფლებაში მოსვლას დესქტრუქციული გზებით ცდილობენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ოპონენტების მართვის სტილი, მათი პოლიტიკური ამოცანა არის დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, -თქვა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.
შეკითხვაზე, სწორად მიაჩნია თუ არა, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მესიჯი, რომ არჩევნების მეორე ტური ეს არ არის ბრძოლა ორ კანდიდატს შორის, არამედ ეს არის ბრძოლა ორ საქართველოს შორის , დავითულიანმა უპასუხა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, რომ : „საქართველო ერთია, მეორეს შექმნას თქვენი მეგობრები ცდილობენ“.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ „ქართულმა ოცნებამ“ უკანონო შემოწირულობა გაიღო, როცა პარტიამ დაუკვეთა „ფსიქო პროექტი“ და თანხა გადაუხადა კოორდინატორებს, დავითულიანმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის. მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური ჩათვლის, რომ ეს კანონიერი ქმედება არ იყო, შესაბამის განცხადებასაც გააკეთებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


