პოლიტიკა
ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - დავით საყვარელიძე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლისა და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილის მხარდამჭერების დაჭერა დაიწყეს.
როგორც საყვარელიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, ცოტა ხნის წინ დაიჭირეს 10 სექტემბრის მოვლენის მონაწილე ანდრეი კოტიჩენკო, ხოლო გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სააკაშვილის კიდევ ერთი მომხრე ალექსანდრ ბურცევი დააკავეს.
საყვარელიძემ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
„ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ვაფრთხილებთ ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, მომენტალურად შეაჩერონ პოლიტიკური რეპრესიები, რადგან ეს მათთვის სავალალოდ დასრულდება, როგორც ეს მათი წინამორბედების დროს ხდებოდა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ყოველ მომხრესა და თანამოაზრეს“, -დაწერა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “შეგინი”გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


