პოლიტიკა
ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მოვიდა, რაც არის ერთგვარი წუხილის თუ სამდურავის გამოხატულება - ეკა ბესელია
ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მოვიდა, რაც არის ერთგვარი წუხილის, პროტესტის, თუ სამდურავის გამოხატულება - საჭიროა ამ ყველაფრის გააზრება და ამაზე პასუხის გაცემა, - განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მომხრეების დიდი ნაწილის არჩევნებზე არმისვლა არის სიგნალი იმისა, თუ რა უნდა შეიცვალოს.
“პირველი, რაც 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა არის, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ჩვენთვის მთავარი კონსტიტუციური მონაპოვარი არის ყველაზე ღირებული და გასაფრთხილებელი - ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა დაიცვას მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და არ გააყალბოს არჩევნები.
დემოკრატიულ არჩევნებთან და საარჩევნო უფლების დაცვასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია. ეს ის გზავნილია, რომელსაც აუცილებლად მიეცემა მსვლელობა. საჭიროა ამის გააზრება და საჭიროა ამაზე პასუხი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


