პოლიტიკა
ჩვენი მიზანია გაიხსნას პოლიტიკური დიალოგის პირველი კარი ქართველ და რუს დეპუტატებს შორის - ირმა ინაშვილი
ჩვენი მიზანი არის გაიხსნას პოლიტიკური დიალოგის პირველი კარი ქართველ და რუს დეპუტატებს შორის. არ ვართ ბავშვები და ვიცით, რომ დიდი დარტყმები წამოვა, მაგრამ მოვერევით ამ დარტყმებს ჩვენი სამშობლოს გამო და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით, - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, პარალმენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ტვ ,,პირველის’’ ეთერში, სადაც მოსკოვში თანაპარტიელების ვიზიტის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პარლამენტის ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრები, მოსკოვში რუსეთის დუმის დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მისი თანაპარტიელების რუსეთში ვიზიტი იქნება ორდღიანი და ისინი მოსკოვშივე გამართავენ პრესკონფერენციას ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსკოვში დეპუტატების ჩასვლის მიზანს, ინაშვილის თქმით, ეს არის საქართველოს ინტერესების სფეროს დადება მაგიდაზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, რუსეთს ელაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი და ელაპარაკება ნატო და ალიანსის გენერალური მდივანი.
,,და ჩვენ, ახლა რა გამოდის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და თან ვამბობთ, რომ არავითარი დიალოგი არ უნდა იყოს?
არ ყოფილა დიალოგი საქართველოს პარლამენტის წევრებსა და რუსეთის დუმის წევრებს შორის მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. დიახ, ეს არის ჩვენი კერძო ინიციატივა ამ ეტაპზე, ჩვენი პარტიის ინიციატივა და არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა. თუმცა, თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, რომ გაიხსნას ეს დიალოგი, დაიწყოს საუბარი უმნიშვნელოვანეს თემებზე, როგორ უნდა დავიბრუნოთ ცხინვალი და სოხუმი, ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ცხინვალის და სოხუმის დაბრუნების გზაზე. ცარიელი ლაპარაკის დრო უნდა დასრულდეს.
ჩვენი დელეგაცია ჩადის იმიტომ, რომ ვთქვათ: როგორ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორ შევაჩეროთ საზღვრის გადმოწევის პროცესი.
კარგია, რომ პარალელურად აქცია გაიმართება საზღვრის გადმოწევის ზოლთან. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავალ ამ აქციაზე, იმიტომ, რომ ყველა მხრიდან უნდა იყოს მოქმედებები, მაგრამ ხომ უნდა მოიხაზოს ინტერესთა სფერო, ხომ უნდა განისაზღვროს რაზე ვლაპარაკობთ და რა მოქმედებებია საჭირო.
სოხუმში თაობები გაიზარდა, საქართველო აღარ ახსოვთ. ჩვენ როგორ ვაპირებთ აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, როცა სოხუმში მაცხოვრებელი ახალგაზრდების 100%-ს აღარ უნდა უკვე საქართველოში დაბრუნება.
ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, ჩვენი ასაკის ხალხია, რომლებსაც ახსოვთ საქართველო’’, - განაცხადა ინაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინი აქვს პატრიოტთა ალიანსს რუსეთში გამართული შეხვედრებიდან, პარლამენტის ვიცე სპიკერის თქმით, არ ფიქრობს, ეს პირველი შეხვედრა გადაწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედს.
,,ჩვენ არ ვართ პატარა ბავშვები. არ ვფიქრობთ, რომ ეს პირველი შეხვედრა გადაწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედს. ძალიან რთული მოლაპარაკებებია წინ. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ეს არის ადვილი პროცესი და ძალიან უნდათ იმ რუსებს შენთან დაჯდომა და ლაპარაკი. ამიტომ, ჩვენი ინტერესების სფერო ეს არის: ცხინვალი, სოხუმი, დევნილების დაბრუნების საკითხი თუნდაც, ეს არის საზღვრის გადმოწევის პროცესის შეჩერება. ძალიან ბევრი თემაა, რასაც ჩვენ დავდებთ დღის წესრიგში და შემდეგ იქნება გადასარევი, თუ რუსული მხარე იტყვის, რომ ეს შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
კალაშნიკოვთან იქნება შეხვედრა ჩვენი ფრაქციის წევრების. მე არ ვიცი, რა გამოდნება ამ შეხვედრიდან, არავინ არ იცის, რა გამოვა ბოლოს. კარგი იქნება, თუ დაფიქსირდება სულისკვეთება, რომ უნდა გაგრძელდეს დიალოგი’’, - აღნიშნა ინაშვილმა.
მისივე თქმით, დიალოგს რუსეთთან სინამდვილეში უნდა აწარმოებდეს საქართველოს მთავრობა.
,,სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არის სააკაშვილის, რესპუბლიკური პარტიის, კიდევ სხვა დანარჩენი რუსეთის ე.წ. მოწინააღმდეგეების და სინამდვილეში საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგის მძევალი. ჩვენ ამ კომპლექსისგან უნდა გავთავისუფლდეთ, თუ გვინდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა’’, - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, არასდროს არ აღიარებს, რომ სოხუმი და ცხინვალი დაკარგულია.
,,როგორ გვინდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტიორიული მთლიანობა, თუ დავუშვებთ იმას, რომ აქედან არაფერი არ გამოვა, რომ ის არის ოკუპანტი, რომ დაკარგული გვაქვს. თუ დაკარგული გვაქვს, მაშინ გავჩერდეთ და ვაღიაროთ, რომ არ არის ჩვენი სოხუმი და ცხინვალი. მე არ ვაღიარებ ამას. არასდროს არ ვაღიარებ იმას, რომ სოხუმი და ცხინვალი ჩვენი არ იქნება ოდესმე.
ყველა ის ადამიანი, ვინც იტყვის რომ არ უნდა წავიდეთ, არ უნდა ვილაპარაკოთ, ის არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ის არის ანტიეროვნულად მოაზროვნე.
უნდა დამთავრდეს სააკაშვილის იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ცხოვრება. სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს იმ ქმედებებისთვის, რაც 2008 წელს ჩაიდინა’’, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


