საზოგადოება
ჩვენი კლინიკის სამი თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა - მაკა სოლოღაშვილი
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი მათი ცენტრის მედპერსონალია.
სოლოღაშვილის განმარტებით, ისეთ პაციენტებთან მოუწიათ მუშაობა, რომლებსაც ფსიქიური პრობლემების გამო, არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ და სწორედ ამან გამოიწვია მედპერსონალის ინფიცირება.
„ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია რამდენიმე პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიური პრობლემების გამო, პაციენტს ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. არავინ გვეკარებოდა გარკვეული რისკების გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მაგრამ მათიც გვესმის. აი, ასეთ პირობებში მოხდა ისე, რომ სამი მედპერსონალი – ერთი ექთანი და ორი სანიტარი დაინფიცირდა“,- განაცხადა სოლოღაშვილმა და დასძინა, რომ მედპერსონალი მაქსიმალურად თვითიზოლირებული იყო და კონტაქტებში ვირუსის გავრცელება ნაკლებად მოსალოდნელია.
„პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად პერსონალთა ცვლების ნაკადები ხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე და დღემდე სწორედ ამის ხარჯზე მოვიტანეთ ის შედეგი, რომ არც ერთი დაინფიცირებული არ გვყოლია. იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, ამიტომ ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში რაიმე გავრცელებას. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მაღალი ტემპერატურა აქვთ. სწორედ ამიტომ სკრინინგის დონეზე გამოვლინდა ინფიცირება. ზოგადად, მაქსიმალურად თვითიზოლირებულები არიან ექიმები, უბრალოდ მათაც სჭირდებათ ხოლმე სახლში წასვლა, რადგან მძიმე პირობებში მუშაობენ. მეგობარი კომპანიების დახმარებით. მათი ტრანსპორტირებაც დაცული გვქონდა, მადლობა ამ კომპანიებს.
სანიტრებს და ექთანს ჰქონდათ უშუალო კონტაქტი ერთ-ერთ პაციენტთან, რადგან ჩვენ დაგვჭირდა მისი ფიზიკურად გაკავება, სხვანაირად ვერ მოხდებოდა. გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაერთო უკვე საქმეში და მედპერსონალის კონტაქტების გადამოწმებაც მოხდა“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


