უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2017 21:02
font-size

ჩვენი გუნდის მიერ ცვლილებების ინიცირება, აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მსურს, გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს - საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი და მნიშვნელობა.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის მიერ ცვლილებების ინიცირება, აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყნამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახლდათ შეტანილი.

და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი.
ამიტომ, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო, მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი, ხმათა უმრავლესობით წყდებოდა.

ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული.

საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი.
აღნიშნული ცვლილებებით, კონსტიტუციით რეგულირდება შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები:
მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით მიწის გაცემა განსაკუთრებულ შემთხვევებში;

იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა;

იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა;

იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი;

მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები;

კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი;

საბოლოო ჯამში, ამ ეტაპისთვის, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე.

აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

საბოლოოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.

ამასთან, ჩვენმა გუნდა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის, საარჩევნო ბარიერის 5-დან, 3%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში.

მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა, აქედან დავიწყო - მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი აღდგა პარლამენტის სასარგებლოდ.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება, ანუ პირდაპირი წესიდან არაპირდაპირზე გადასვლა იყო რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული.

ამას გარდა, ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, თუ რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას იმისთვის, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, რომელიც მოხდა. მე პირადად, როგორც საზოგადოების წევრი არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში ჩვენს თანამებრძოლებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რათა მოხერხებულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, ვინაიდან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა ეს ყოველთვის ასე რა თქმა უნდა არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ეს ვერ ხერხდება, მაგრამ, მოგეხსენებათ, პოლიტიკა გახლავთ თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა. ამიტომ, ამ კომპრომისით, რომ არა 2020-ში, არამედ - 2024-ში, ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, გაიზრდება პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესში და გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი იქნება პარლამენტი ამ ცვლილებების შედეგად. როგორც კომპენსატორი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2020 წლისთვის 5%-დან 3%-მდე დაგვეწია ბარიერი, რათა მეტი პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ნაბიჯიც, რა თქმა უნდა, კონსენსუსის მიღწევისთვის იქნა გადადგმული.

ამას გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით> ყველა ეს ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ და სახელისუფლო გუნდმა გადადგა რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარების მიზნით და ამას გარდა პოლიტიკური კონსესუსის მიღწევის მიზნით.

ასე, რომ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ - პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით - უსამართლო.

ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, თუ რამხელა მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით.

მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი, გადადგმული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.“

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი