პოლიტიკა
ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი - ვლადიმერ ჩაჩიბაია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ქართული შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი უცხო ქვეყნებს.
როგორც ჩაჩიბაიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, სერჟანტთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებამ ასევე დადებითად იმოქმედა ჯარის შემდგომ განვითარებასა და მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოებაში.
„განსაკუთრებული მხარდაჭერა იქნა აღმოჩენილი ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგების, თურქების, იტალიელების, ბალტიის ქვეყნების, რომლებმაც ხელი შეუწყეს საქართველოს განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში, რადგან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და საბაზისო საფუძველი ეს არის ეფექტური განათლების სისტემის ჩამოყალიბება. ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია სიამაყოთ ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება - აკადემია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ. ასევე მნიშვნელოვანი იყო სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარება. ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. სამართალმემკვიდრე არა მარტო ინფრასტრუქტურული, ან ტექნიკური საშუალებების, ასევე გარკვეულწილად მენტალიტეტის და ძალიან რთული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისეთი სერჟანტთა ინსტიტუტის დაფუძნება, რომელიც თვისობრივად განსხვავდებოდა საბჭოური მოდელისგან, მაგრამ დღეს ასევე შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი. ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუხლმოუდრეკელად ასრულებენ თავის მოვალეობას და არაერთგზის უსახელებიათ საქართველო საერთაშორისო მისიებსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
ჩაჩიბაიამ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნების წყალობით შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი რეფორმები ჩატარდა. მისივე თქმით, რეფორმებისას საქართველომ დიდწილად გამოიყენა 2008 წლის ომის გამოცდილებაც.
შეგახსენებთ, გუშინ დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


