პოლიტიკა
ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი! - წალენჯიხის მერია
ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი! - ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული სახელმწიფო დემოკრატიული და დასავლური მომავლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მივიჩნევთ, რომ გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია:
ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ.
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს!
იმ ფონზე, როდესაც ოცნების ცესკო სრულად აკონტროლებს საარჩევნო ელექტრონულ მოწყობილობებს, მართავს მათ, წერს საარჩევნო სიებს, დეტალურად აღრიცხავს ამომრჩეველს, აპარატებს იყენებს გაყალბების მაღალტექნოლოგიურ იარაღად და ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიმე ქალაქის ,,გამოგლეჯვაზე" საუბარი სასაცილოა.
ამ ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების ერთადერთი შედეგი იქნება უპირობო წაგება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავება. პარალელურად, მოხდება ოპოზიციური ძალების სრული დემორალიზება და დამარცხება და ყველაფერ ამის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება!
დღეს აუცილებელია არჩევანი და ეს არჩევანი მარტივია:
მხარდაჭერა თავისუფლებას, ან კომფორტული მონაწილეობა ოკუპანტის თამაშში.
არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს ნაბიჯი მათი მმართველობის ლეგიტიმაციის ძირითადი საფუძველია.
წალენჯიხაში ძირითადი მმართველი პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ჩვენ ბოლომდე ერთგული ვრჩებით ეროვნული ღირებულებების და დასავლური პრინციპების. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასოდეს ვითანამშრომლებთ რუსულ რეჟიმთან, მას არც საარჩევნო კომფორტს შევუქმნით და არც - ფსევდოლეგიტიმაციის ილუზიას,"- წერია განცხადებაში.
დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
განცხადებიდან მალევე, საბა ბუაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ არჩვენებში მონაწილეობას უკავშირდება.
პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია დატოვა დეა მეტრეველმაც. ლელოს პოლიტიკური საბჭო დატოვა ანა ნაცვლიშვილმა.
ლელო დატოვა პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამუნა გიორგაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


