პოლიტიკა
ჩვენი ამოცანაა შეიქმნას ძლიერი ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი - მამუკა კაციტაძე
ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი, რომელიც გაარღვევს ორპოლუსიან პოლიტიკას ქვეყანაში, - ანაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე გასატარებელია საარჩევნო რეფორმა.
„ოქტომბერი საარჩევნო თვეა, ამიტომ გასატარებელია საარჩევნო რეფორმა, რადგან არჩევნების საკითხს კონსტიტუცია ვერ დაარეგულირებს. ეს არის საარჩევნო კოდექსის დასარეგულირებელი.
დღეს ისევ ორპოლუსიანია ქართული პოლიტიკა. ამიტომ საჭიროა ერთად დადგნენ ის პარტიები, ვისაც ერთად დაედგომებათ. ჩვენი ამოცანაა შეიქმნას ძლიერი ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი. საუბარი შემიძლია ყველასთან, მოქმედ და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რადგან არც ერთი არ იჩენს ჩემ მიმართ ინტერესს და ამით სრულ ჰარმონიაში ვართ”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


