სამართალი
ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს პროკურატურამ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ი.ფ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით.
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადევას ავრცელებს.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ი.მ.-ს განცხადება, რომლის თანახმადაც მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებული ი.ფ.-ს მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გ.მ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას. ხსენებულ საქმეზე 2017 წლის 06 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა ი.ფ.-ს მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი.ფ.-ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 ივლისს, გაიცა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესახებ. ი.ფ.-მ ამჯერადაც უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.
2017 წლის 07 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მოეხდინა მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ფ.-ს მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 26 ივლისს, მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი.ფ.-მ მორიგ ჯერზეც უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი.ფ.-ს N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.
გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მომხდარიყო მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი.ფ.-მ კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ი.ფ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა). წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


