უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2025 12:47
font-size

ჩვენ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე - ნინო ჩხობაძე

"ჩვენ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე", - ამის შესახებ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ დასავლეთ საქართველოში გამძვინვარებული სტიქიური მოვლენების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არაერთი ტრაგედიისა, გაუმართავი სახელმწიფო პოლიტიკის გამო, ქართველი ხალხი სტიქიის წინაშე უსუსურია. ნინო ჩხობაძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სწრაფი რეაგირების სისტემები და კონკრეტული გეგმა, რომელიც საზოგადოებას სერიოზულ პრობლემებს თავიდან ააცილებდა.

ჩვენ აღმოვჩნდით სტიქიასთან აბსოლუტურად უსუსურები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შოვის ტრაგედიიდან, ვერის ტრაგედიის შემდეგ ვიძახდით, რომ სწრაფი რეაგირების სისტემები უნდა არსებობდეს და იყოს დამუშავებული სახელმწიფოში, კოორდინირება მაინც არ ხდება, ბოლომდე არ გვაქვს დამუშავებული არცერთი გეგმა და სქემა, შესაბამისად ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

ჩვენ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე. მერე გვავიწყდება, რომ სტიქია მოხდა, ამას მომზადება და უკურეაგირება სჭირდება. დღეს უკვე უნდა დაიწყოს მუშაობა, თუ დიდი ნალექის მოსვლის შემდეგ რა მოხდება, როდესაც ტემპერატურა აიწევს. რისკების შემდეგ უნდა მოხდეს ანალიტიკა, როდის რა მოხდა, როგორი პრობლემა მოხდა. უნდა მოხდეს შესწავლები. რა აკლდა მუნიციპალიტეტს, რა ტექნიკა იყო საჭირო. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ გეოგრაფიული მონაცემებით, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა იყოს სამაშველო ვერტმფრენი, სამაშველო სამსახურები, მოხალისეების ბრიგადები და ჯგუფები. ხალხი უნდა იყოს მომზადებული", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი