პოლიტიკა
ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა - ელენე ხოშტარია
ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, გადაცმული პოლიციელების, კრიმინალების, „რუსული ოცნების“ პარტიული წევრების მონაწილეობით, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებას.
როგორც ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დღეს 19:00 საათზე, ფილარმონიასთან დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.
„კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ, საშინელ ფაქტს, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მოხდა. ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, გადაცმული პოლიციელების, კრიმინალების, „რუსული ოცნების“ პარტიული წევრების მონაწილეობით. ეს იყო არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რაც გუშინ ვნახეთ, ეს არის არაადამიანური, არაქართული, შეურაცხმყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოს, ქართველობის, საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ეს არ არის გასაკვირი „რუსული ოცნებისგან“ იმიტომ, რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც „რუსულ ოცნებას“ ვებრძვით. მთავარია, მათ იცოდნენ, რომ არცერთი მსგავსი გამოხტომა მშვიდობიანი, ხელცარიელი ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ, რეაგირების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენ არ დავთმობთ არცერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერსაც კი. არავის გაუვა, რომ ვითომ პოლიციის კორდონს ამოფარებული, ასე მოეპყროს საკუთარ მოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ პოზიციას. როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ, თურმე ვინმე ქალია და ვინმე ქალი არ არის - ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო. დღეს 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქტივისტებმა დააანონსეს აქცია. როგორც გუშინ, ჩვენი მთელი კოალიციის შემადგენლობა ვუერთდებით ამ აქციას. რა თქმა უნდა, ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე პასუხს აგებს ყველა ის მოძალადე, რომელიც ასე იქცევა. ასევე, მინდა ვუთხრა ყველა მოძალადე/შემსრულებელს, ცალკეულ ფიგურანტებს, პოლიციელს, არა პოლიციელს თუ ვითომ პოლიციელს- თქვენი სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული, ყველანი აუცილებლად დაისჯებით“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


