პოლიტიკა
ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
„ვისურვებდით, საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში“, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა.
როგორც ჰოტოველიმ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და საქართველოსთან პირადი სიყვარული მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, ჰყავდეს პრეზიდენტად ქალი. ვულოცავ ქართველებს და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტექნოლოგიის, ეკონომიკის სფეროში და აქ ჩამოვედი, რათა გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. მე ვისურვებდი, ასევე მესაუბრა იერუსალიმზე, ჩვენს დედაქალაქზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციპი ჰოტოველმა, რომელიც თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


