პოლიტიკა
ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელზეც მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობაა - გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, კონსტიტუციის ახალ ვერსიას მხოლოდ ერთმა პარტიამ დაუჭირა მხარი, რაც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება.
აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გაითვალისწინებს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას, თუკი ივნისში იგეგმება ახალი კონსტიტუციის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში.
„პრაქტიკულად, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციის პროექტს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ცხოვრების წესსა და ქვეყნის ბედს, ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა.
ცხადია, შეუძლებელია დემოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ჩვენ ვუწოდოთ კონსტიტუცია. ის ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს საერთო წერტილები, თუ სად შეიძლება მოხერხდეს კონსენსუსი. ჯერ კიდევ არის ამის დრო. არ არის საჭირო პროცესის ფორსირება. ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და სრულიად გაუგებარია განცხადებები ივნისში ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა დეკლარირებულია განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო დამცველს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


