უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მაისი, 2018 11:30
font-size

ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი - ანდრეი კისკა

გამარჯობა მეგობრებო, როდესაც პრობლემების წინაშე დგახარ ოჯახს მიმართავ, თუ აღნიშნავ რა თქმა უნდა, აღნიშნავ ოჯახთან ერთად და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა იყო ასეთი მეგობრულ წრეში, – ასე დაიწყო კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ.

ანდრეი კისკამ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მეგობრების ყოლა ყოველთვის სასიამოვნოა.

„ჩამთვის ძალიან დიდი პატივია და უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელია აქ თქვენთან ერთად 100 წლის იუბილის აღნიშვნა. როდესაც პრობლემების წინაშე დგახარ ოჯახს მიმართავ, თუ აღნიშნავ რა თქმა უნდა, აღნიშნავ ოჯახსთან ერთად და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა იყო ასეთი მეგობრულ წრეში. ჩვენ ვართ ერთი ევროპული ოჯახი და ჩვენ სლოვაკეთში და დარწმუნებული ვარ, შემიძლია პრეზიდენტ დუდას სახელით ვისაუბრო, ევროკავშირში ვიქნებით არა მხოლოდ ერთი ევროპა, არამედ ვიქნებით საქართველოსთან ერთად ერთ ევროპულ ოჯახში.

ნება მომეცით გითხრათ, როგორ ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში საქართველოს სლოვაკეთს, ჩვენს თანამშრომლობას. საინტერესოა, რომ ჩვენი ქვეყნები თითქმის ერთი და იგივე გეოგრაფიული ზომა აქვთ. სლოვაკეთში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ცოტა ნაკლები. რა ვითარება გვაქვს, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი, 5 მილიონიანი მოსახლეობით როგორი განცდაა, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრული წევრი. ევროკავშირი ფანტასტიური პროექტია და მთლიანობაში ითვლის 500 მილიონ მცხოვრებს, ყველაზე ძლიერ ეკონომიკას. მეგობრების ყოლა, სადაც შეიძლება მაგიდას მივუსხდეთ და ვისაუბროთ სხვადასხვა პრობლემებზე, გამოწვევებზე - ეს მშვენიერი საშუალებაა. რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ მრავალი პრობლემები და მოვაგვაროთ ისინი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში არის გამოწვევები და რიგი ქვეყნებიდან არის ძლიერი პროპაგანდა, ვისაც არ უნდა გაერთიანებული ევროკავშირის დანახვა, არ უნდათ, რომ საქართველო შეუერთდეს ამ დიდ ოჯახს.

„არ არის მარტივი გაუმკლავდე პროპაგანდას. ყოველთვის ვეკითხები, რა შეგრძნებაა ევროკავშირი, მე ყოველთვის ვპასუხობ, არ არის პრობლემა ეს არის გამოსავალი და დღევანდელ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მოაგვაროს პრობლემები, მაგალითად კლიმატური ცვლილებები, მიგრაცია ეკონომიკურ ზრდა. დიდი ქვეყნებშიც ისინი მარტო თავს ვერ გაართმევენ ამ საკითხებს, ერთად უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ. ეს არის დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად და ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვიბრძვით, საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ერთის მხრივ, უნდა განახორციელოთ რეფორმები, მაგრამ მეორე მხრივ, აგრესიული მეზობელი გყავთ, მაგრამ ბრწყინვალედ ართმევთ თავს. მე ახლახანს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. საქართველო არ არის მარტო ლამაზი, ბრწყინვალე ქვეყანა, ამ ქვეყანაში ბრწყინვალე ხალხი ცხოვრობს”, – განაცხადა კისკამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი