პოლიტიკა
ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს -თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიის განვიტარებისთვის „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს.
„ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონდა დისკუსიები უმრავლესობის შიგნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს. ორი ძირითადი მიზეზია. პირველი, ჩვენ თუ გვინდა, ქვეყნის დემოკრატიის განვითარება, მნიშვნელოვანია, რომ ერთი პარტიის ხელში არ იყოს ყველა უმაღლესი თანამდებობა. მეორე, ჩვენ ქვეყანაში არსებული წარმოდგენები პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით საპრეზიდენტო სისტემა და აქედან გამომდინარე, დღესაც არის განცდა, რომ პრეზიდენტი არის ხელისუფლების განმახორციელებელი, უშუალო მმართველი, რაც ასე აღარ არის.
ვერ გეტყვით, ჩვენი მხარდაჭერა ვინმეს ექნება თუ არა. რომელიმე კანდიდატი თუ იქნება განსაკუთრებით მისაღები და ჩავთვლით, რომ იმსახურებს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან მხარდაჭერას, მაშინ ჩავერთვებით კამპანიაში“, – განაცხადა დეპუტატმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


