პოლიტიკა
ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობასა და ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას - ენმ 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს
„ორშაბათს 2 საათზე თბილისის მერიასთან“, - ასე დააანონსა 2 ოქტომბრის აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. მისი თქმით, შეკრებილები არ დაუთმობენ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკურ ბაღსა და „ნახევარ თბილისს“.
უდუმაშვილი დაპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გააუქმებს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც „პანორამა თბილისს“ უკავშირდება.
„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგომ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს.
ჩვენ არ ვაპირებთ ფარ-ხმლის დაყრას, არჩევნებამდე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება , რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენი პროტესტი იქნება უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო ძლიერი და უფრო ხმამაღალი. ამიტომ ჩვენ დღეს აქ ვაანონსებთ აქციას. ორშაბათს ორ საათზე თბილისის მერიასთან ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს და არა მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს, არამედ თბილისს - ჩვენს საერთო სახლს. ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობასა და ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ დანიშნა.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.
სხდომის დაწყების წინ დაპირისპირება მოჰყვა „ევროპული საქართველოსა“ და ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატების - ელენე ხოშტარიასა და ზაალ უდუმაშვილის პროტესტს.
უშუალოდ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ალეკო ელისაშვილმა, მარინა დათუკიშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


