პოლიტიკა
ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - ანიტა ჰიპერი
მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს კლასიკური გადახრის და პროექციის ტაქტიკაა, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა საქართველოში რეპრესიულ კანონებზე ევროსკოპის დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჰიპერის თქმით, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში.
“მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს კლასიკური გადახრის და პროექციის ტაქტიკაა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში, სამწუხაროდ. ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - სამოქალაქო საზოგადოებას, სიტყვის თავისუფლებას. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტაქტებს - როგორც იცით, ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე. ასევე შევაჩერეთ ყველა პირდაპირი დახმარება ქართულ ხელისუფლებასთან და ასევე შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენი მხრიდან სულ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ასევე განვიხილავთ შემდგომ ზომებს ქართულ ხელისუფლებასთან, რათა დაუბრუნდეს დემოკრატიულ კურსს,”- განაცხადა ჰიპერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


