უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2025 16:29
font-size

ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა შუა დერეფანში, ვინც ფინანსური ტექნოლოგიები და ახალი გადახდის სისტემები ფაქტობრივად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან - ვარლამ ებანოიძე

„ჩვენ ვართ, შეიძლება ითქვას, პირველი ქვეყანა შუა დერეფანში ვინც ფინანსური ტექნოლოგიები, ახალი გადახდის სისტემები ფაქტობრივად დააწყვილა რეალურიეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - რეგიონში -ძირითად მხარეებს, ეგრეთ წოდებულ სტეიკჰოლდერებს, დავარწმუნებთ ამ კონცეფციის სიცოცხლისუნარიანობასა და მის პერსპექტივებში“ -ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ, სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ებანოიძის შეფასებით შუა დერეფანში მიმდინარე პოზიტიური ტენდენცია ვაჭრობაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაჩქარდეს. „შუა დერეფანის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, თუ ჩვენ ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს - პირდაპირ გადახდის მექანიზმებსა და ღია ბანკინგის დაკავშირებადობას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გავზრდით“- განაცხადა მან.

ვარლამ ებანოიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, ფინტექის განვითარების სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა კი მისი შეფასებით დრომ მოიტანა.

„ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც ძალიან მარტივად, ორი სიტყვით შეგვიძლია არტიკულაცია გავუკეთოთ ჩვენს ხედვას ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით ეს ნიშნავს ახალი მოთამაშეებისთვის შემოსვლის ბარიერების შემსუბუქებას; ქვეყნის გარეთ კი ნიშნავს ისეთი ფინტექზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხიდების გაბმას რეგიონში, რაც აქსელერაციას მისცემს რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტრენდს,“ -აღნიშნა ვარლამ ებანოიეძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია გავა ეროვნული ბანკის ფარგლებს მიღმა და რეალურად იქცევა ქვეყნის ეროვნულ ფინტექ სტრატეგიად.

ეროვნული ბანკის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მიეძღვნა, მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი