პოლიტიკა
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას - `ლელო - ძლიერი საქართველო`
ასაკრძალი პარტიების სიაში შეყვანის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, "ლელო - ძლიერი საქართველო" "ქართულ ოცნებას" პასუხობს. კოალიციაში აცხადებენ, რომ "რუსული რეჟიმის" წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც "ძლიერი საქართველო" აუცილებლად მოუძებნის წინააღმდეგობის გზას".
ამასთან, კოალიციის განცხადებით "ქართულ ოცნებას" მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს "ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები".
„ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა "ოცნებამ " გადაწყვიტა, რომ დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო", რომელმაც ამ წლების განმავლობაში, გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და "ლელოს" სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას.
ჩვენ, გუშინ, შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩვენ გუნდთან ერთად. მთელი საქართელოს მასშტაბით "ლელოს" და "ძლიერი საქართელოს" წარმომადგენლები, ყველა მუნიციპალიტეტიდან, ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და "ქართული ოცნების" პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან.
"ქართულ ოცნებას", ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები.
ჩვენ, დღეს, აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან პოლიტიკური კომუნიკაციით, საუბრით ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება. გამარჯვება, რასაც იმსახურებენ მოქალაქეები, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი, ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება, დამთავრება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა სტრატეგიული წინააღმდეგობის ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე," - აცხადებენ კოალიციაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.
ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელო - ძლიერი საქართველო".
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


