პოლიტიკა
ჩვენ ურთიერთობები რუსეთთან ორიენტირებულია რაციონალური დიალოგის პოლიტიკისკენ - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, გამოწვევების გადაფასების კონსერვაიულ გზას გადიან“.
როგორც მარგველაშვილმა Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ეს კონსერვატიული ფაზა რაღაც ეტაპზე უნდა დასრულდეს, „უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური დღის წესრიგით“.
რუსეთზე საუბრისას საქართელოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი რჩება სერიოზულ საერთაშორისო მოთამაშედ და თბილისი გააგრძელებს მოსკოვთან კონსტრუქციულ დიალოგს, დაძაბულობის მიუხედავად.
„ვფიქრობთ, რომ რუსეთი უნდა იყოს ის ფაქტორი, რომელიც მისმა მეზობლებმა, ასევე საერთაშორისო მოთამაშეება უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ ურთიერთობები რუსეთთან ორიენტირებულია რაციონალური დიალოგის პოლიტიკისკენ, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკისკენ, არ უნდა დავუშვათ, რომ ომის რომელიმე მხარემ ჩაითრიოს ქართული მხარე რამე სახის პროვოკაციაში“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს.
„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ამას არასდროს მიიღებს ჩვენი საზოგადოება და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანლობა“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


