პოლიტიკა
ჩვენ თვის ბოლომდე პოზიციები უნდა შევაჯეროთ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში საბოლოო პოზიციები მაისის ბოლომდე შეჯერდება.
კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია.
„ჩვენ თვის ბოლომდე პოზიციები უნდა შევაჯეროთ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამისთვის დაახლოებით ორი კვირა გვაქვს. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა მიზანი საერთოა, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე ჰუმანური პოლიტიკის წარმოება და ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი. მთავარია, აქტიურად ვიმუშაოთ და ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში, შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას გუნდის შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.
მან დაამატა, რომ რაციონალური გადაწყვეტილებაა მისაღები.
„მთავარია, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, ეს არის ყველას საერთო მიზანი. მთავარია ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება აღნიშნული მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციების სწორად წარმართვის შემთხვევაში, ეს მიზანი მიღწეული იქნება“,-თქვა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


