პოლიტიკა
ჩვენ შევძლებთ, საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ - თამარ ხულორდავა
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა 17 მაისს დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო შეძლებს საზოგადოებაში ჰომოფობიის დამარცხებას.
„აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და უზრუნველყოფილია, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან აქციის გამართვის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული და ჩაეტარებინათ, ყველაფერი გაკეთდებოდა, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო.
ყველა ცივილიზებული საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც ერთმანეთის განსხვავებულობას აფასებს და ყველა ადამიანს ისეთს იღებს, როგორიც არის. ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ. ეს ერთადერთი გზაა სწორი განვითარებისკენ“, – განაცხადა ხულორდავამ.
ცნობისთვის, დღეისთვის, 19 საათზე კანცელარიასთან დაგეგმილი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია ლგბტ-აქტივისტებმა გააუქმეს. „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელთა განმარტებით, მათ ეს ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გადადგეს.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია „ქართულმა მარშმაც“ გააუქმა და ეს ლგბტ-აქტივისტების გადაწყვეტილებით ახსნა.
17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 2014 წლიდან, ამ დღის პარალელურად საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


