პოლიტიკა
ჩვენ შეგვწევს ძალა, დავიცვათ მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს მოვიპოვეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით - გიორგი კვირიკაშვილი
თქვენ დღეს დაინახეთ, რაც ხდებოდა საკრებულოს წინ, მაგრამ მეგობრებო, იცოდეთ, ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, კიდევ უფრო გავამყაროთ ის და თქვენთან ერთად დავიცვათ მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის საკრებულოსთან დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
„ჩვენ ყველანი ერთად გადავდგამთ იმ სწორ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანენ იმ ჩაკეტილი, საბედისწერო წრიდან, რომელზეც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დავდივართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვიღაცას თუ არ უნდა. დაინახეთ თქვენ დღეს, რაც ხდებოდა საკრებულოს წინ, მაგრამ მეგობრებო, იცოდეთ, ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, კიდევ უფრო გავამყაროთ ის და თქვენთან ერთად დავიცვათ მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს აუცილებლად არასოდეს არავინ უნდა დაივიწყოს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ამ ადამიანების უკიდურეს უმადურობას, ამას ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ და არა მხოლოდ გადავლახავთ, ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა მცხეთაში, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


