უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 თებერვალი, 2026 15:55
font-size

ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორი მიდგომებია, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაში - კახა კალაძე

როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ჩვენთან მიმართებაში კი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფაქტს, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ, თბილისის მერის თქმით, მათთვის საქართველო, შეიძლება, საუკეთესო მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

„როდესაც საქმე ეხება სიცრუეს, შეიძლება, საქართველო მათთვის საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებაში. როცა საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგადად, ორმაგი სტანდარტები ძალიან ცუდია.

ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორი მიდგომებია, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაში. თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონი რომ ავიღოთ. ისინი მოგვიწოდებდნენ, არ მიიღოთო, შემდეგ კი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს მსგავსი შინაარსის მქონე კანონების მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი