პოლიტიკა
ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი - მამუკა ბახტაძე
ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერ ოსგენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კონფლიქტის დარეგულირება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია.
“დღეს 27 სექტემბერია, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი საქართველოს ისტორიაში. 27 სექტემბერს აგრესიულმა ძალამ მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ, 10 წლის წინ, ეს უკვე გადაიზარდა სრულმასშტაბიან ოკუპაციაში. ჩემი დღევანდელი გზავნილი მსოფლიოს მიმართ იყო ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს. როდესაც არსებობს პოლიტიკური კონფლიქტი, მისი დარეგულირება შესაძლებელია, თუ ამასთან ერთად არსებობს პოლიტიკური ნება. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ვდგავართ მშვიდობის გზაზე და დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გადაქცევას რეგიონის ცენტრად, აუცილებლად მოიტანს სანატრელ შედეგს ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო საერთო სამშობლოა”, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


