სამართალი
ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში არ ვერევით - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით,მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, შესაბამისად მისი პრეროგატივაა, თავმჯდომარის არჩევა.
ამის შესახებ კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, საკონსტიტუციო სასამარრთლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ზაზა თავაძის არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა გაძლიერდება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ზოგადად ასეთი შეფასება არასწორია.
„ჩვენ საკონსტიტუციო და ზოგადად სასამართლოს საქმიანობაში არ ვერევით. სასამართლოს პრეროგატივა არის თავმჯდომარის არჩევა, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებთ სასამართლოსთან და ვითანამშრომლებთ საკოსნტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან. ზოგადად, არასწორია ასეთი შეფასებების გაკეთება, მაშინ დაასახელონ ამ ადამიანებმა ის ვისი არჩევის შემთხვევაში პროცესი სხვანაირად წავიდოდა. ეს არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული განცხადებები“,-აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არასწორი იქნება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის შეფასება და მისი დახასიათება“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


