პოლიტიკა
ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი „კეთილმოსურნისთვის“, დღეს საქართველო ნანგრევებში იქნებოდა - შალვა პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რადგან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ბოლო სამი წელია, 2022 წლის თებერვლიდან, ფაქტია, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურამ, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, ვერ იმუშავა. ამ სისტემამ არათუ წვრილმანი კონფლიქტების არიდება ვერ შეძლო, ამისი მაგალითი საქართველოც არაერთხელ გამხდარა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომიც კი ვერ აირიდა თავიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ, სწორედ იმით, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ამ პროცესის განმავლობაში, შევძელით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი „კეთილმოსურნისთვის“, დღეს საქართველო ნანგრევებში იქნებოდა. ყველა სახელმწიფომ, ყველა ერმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ეს ინტერესები ყველა ერისთვის არის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჰქონდეს მშვიდობა, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მაღალი ტემპი. ამ ინტერესების თანხვედრის ძიებაა, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილიც და ამ მხრივ ჩვენ სრულად ვთანხმდებით თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ჩვენი ერების ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი ხალხების კეთილდღეობის ინტერესით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


