პოლიტიკა
ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია - ეკონომიკის მინისტრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა ყურადღებით აკვირდება პურის გაძვირების საკითხს.
მინისტრის განმარტებით, მთავრობა პურის ფასს ვერ არეგულირებს, რადგან პურპროდუქტების ღირებულება დამოკიდებულია იმპორტირებულ ხორბალზე, რომლის ფასმა მსოფლიოში მოიმატა.
„პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი. მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია, ამიტომ თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”,- განაცხადა ქობულიამ.
ცნობისთვის, ორშაბათს საქართველოში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


