პოლიტიკა
ჩვენ, როგორც ხელისუფლება, არ ვსაუბრობთ კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი და ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაა, დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში - ირაკლი კობახიძე
ჩვენ არ ვსაუბრობთ, როგორც ხელისუფლება, კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში.
„ყველა თემასთან დაკავშირებით პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, მათ შორის, განსაკუთრებით, იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომლებიც წარიმართება. საზოგადოებას აჯერებენ, მაგალითად, როგორც ერთი ტყუილი იყო, რომ ეკა გიგაური წარადგენდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციას და ხვალ ვიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ასევე ატყუებენ ადამიანს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში ან ბერლინში. ესეც ჩვეულებრივი ტყუილია. ასევე, ადამიანებს ეუბნებიან, კლიპებს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, მას შემდეგ, რაც პირობითად ესტონეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ესტონეთის ეკონომიკა გაიზარდა ორჯერ და ა.შ. თქვენ რომ ნახოთ 2003 წლის შემდეგ, თუ არ ვცდები, 2003 წელს გაწევრიანდა ესტონეთი ევროკავშირში, რომ შეადაროთ ეკონომიკური ზრდა ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის და ა.შ. და რომ აიღოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ მომენტიდან დღემდე, საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში. ასეთი რაღაცებით არ შეიძლება მანიპულირება და არ შეიძლება ჭარბი ემოციების გამოწვევა საზოგადოებაში. დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში. ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას მაგალითად, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია, პირობითად ეკონომიკასთან დაკავშირებით, არის სრული სიყალბე. ამით ცდილობენ ადამიანებში ჭარბი ემოციების გამოწვევას იმისათვის, რომ ეს ჭარბი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ეს არასწორია. ამიტომ, ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, რა შედეგებს იწვევს, მაგალითად ეკონომიკური კუთხით, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს, სხვა თვალსაზრისით, რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არის აბსოლუტურად მიზანშეწონილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


