უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 თებერვალი, 2017 12:35
font-size

ჩვენ რა გვინდოდა, რომ ნინო გვენეტაძეს ეს ამბავი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განეხილა და პროკურატურისთვის არ ეცნობებინა?! - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სწორად მოიქცა, როდესაც პროკურატურას მოსამართლებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც წულუკიანმა მედიას განუცხადა, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არსებობს გამოძიების საიდუმლოება და მიუხედავად იმისა, რომ „უცხოელი კოლეგები ამბობენ, რომ რატომ არის „გამოფენილი“ საჯაროდ ესა თუ ის მტკიცებულება, ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, მთავრობამ, შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარების გზა აირჩია“.

„კანონით ნინო გვენეტაძე მოიქცა სწორად. ის არის მესამე ხელისუფლების, თუმცა მე ვიტყოდი, პირველი ხელისუფლების ხელმძღვანელი და გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა. მან როდესაც დანაშაულის შესახებ შეიტყო, როგორც უზენაესი სამართლოს თავმდჯომარეს ევალება, ისევე როგორც თქვენც და მეც, რომ კი არ შეინახოს ეს ცნობები, არამედ მაშინვე გადასცეს იმას ვისი ვალიც არის გამოძიება. რასთან დაკავშირებით არის დღეს აჟიოტაჟი ჩემთვის აბსოლუტურად არის გაუგებარი. ჩვენ რა გვინდოდა, რომ ქალბატონ ნინოს ეს ცნობები დაემალა, განეხილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და თავში ხელი შემოერტყათ, რა ცუდია, რომ მოსამართლეებს ემუქრებიანო? გასულიყო დღეები და გამოძიება დაწყებულიყო გვიან,როდესაც გამოძიება უკვე შეუძლებელია? ალბათ ეს ჩვენ არ გვინდოდა. ამიტომ მე მგონი, რომ პროცესი სწორად მიდის“,-აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობით განცხადებასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გვენეტაძენ და მსოამართლეებმა საგამოძებო უწყებას 14 იანვარს მიმართეს, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ორი დღის წინ გახდა.

გუშნ გახდა ცნობილი,რომ მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის არ იყო ცნობილი.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი