პოლიტიკა
ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტი გვჭირდებოდა საერთო პრობლემების გადასაწყვეტად - გედევან ფოფხაძე
„ქართული ოცნების“ წევრის, გედევან ფოფხაძეს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტი იმისთვის აირჩიეს, რომ მას მთავრობასთან ერთად გუნდირად ემუშავა.
როგორც ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პრეზიდენტის მუშაობა უფრო ეფექტური იქნებოდა თუ შეწყალების კომისიის წევრები, ისეთ საქმეებს გადახედავდნენ, სადაც ხარვეზები იქნებოდა.
“ის ლოზუნგი, რაც ჩვენს გერბზე წერია „ძალა ერთობაშია“- უნდა გავამართლოთ. ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტი გვჭირდებოდა საერთო პრობლემების გადასაწყვეტად და არა იმ ლოგიკისთვის „მე ვარ და ჩემი ნაბადი“. შეიძლება მეც არ მომწონდეს რაღაც „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავემიჯნო და ცალკე ძალად ჩამოვყალიბდე. მარგველაშვილი რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მოკავშირე, გაცილებით მეტი სასიკეთო საქმე გაკეთდებოდა. პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ მის მიერ გაკეთებული საქმეებით და არა სახელით,“- განაცხადა ფოფხაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


