პოლიტიკა
ჩვენ ოპოზიციის წინადადებებს ველოდებით - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის უკან დაბრუნება გამორიცხულია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებენ.
"ამის პროცედურული და სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს და ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება კონსულტაციები გვქონდეს. ამისთვის შეგვიძლია, სხვადახვა მექანიზმები გამოვიყენოთ. ეს ტექნიკური დეტალებია, მთავარია კონსენსუსი შედგეს", - აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სრული კოორდინაციაა საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობა შორის, პირადად მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის.
"საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში, ერთნაირი მიდგომა და პოზიცია გვაქვს. ჩვენ ოპოზიციის წინადადებებს ველოდებით, რომელიც შეიძლება სხვადასხვა საკითხს შეეხებოდეს. თითოეულ ამ საკითხს ყურადღებით მივუდგებით. მათ შორის შეიძლება ყველა საკითხი მოვიაზროთ, რომელიც შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებში იყოს ასახული. სუფთა ფურცლიდან მზად ვართ, რომ კონსულტაციები დავიწყოთ. გარკვეული საკითხებია, რომლებიც მმართველ გუნდში კონსენსუსის საფუძველი იყო. ბუნებრივია, ეს საკითხები გადასინჯვის საგანი ვერ გახდება. ანუ, ის ძირითადი საკითხები, რომელიც მმართველი გუნდის შიგნით კონსენსუსის საგანი გახდა. რაც შეეხება პროპორციის ცვლილებას, აქ დიდ პერსპექტივას მარტივი მიზეზის გამო არ ვხედავ. როცა უმრავლესობის შიგნით კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციების გამართვა დაგვჭირდა, კონსენსუსის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ის, რომ შემდეგი არჩევნებისთვის 73 ოლქში მაჟორიტარ წესით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით რაიმე ცვლილების განხორციელების პერსპექტივა ძალზედ მცირეა", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციების პროცესში პრეზიდენტის ჩართვის საკითხსაც ეხმაურება.
"როცა პრეზიდენტი გაუგებარი მიზეზის გამო უარს ამბობდა კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია. მან თავისი არჩევანი გააკეთა და ოთხი თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში არ ჩაერთო, ასეთ პირობებში მისი მხრიდან კონსტრუქციულ როლზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


