პოლიტიკა
ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში შეკრებილ სტუმრებს, საქართველოს მიერ 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ პროგრესში ამერიკელ პარტნიორებს უდიდესი წვლილი მიუძღვით.
”ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს თითქმის 4 მილიონს და რომელსაც აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა; ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა; მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა;
მსოფლმხედველობისა და ზოგადად, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ თანამედროვე დასავლური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირსა და ნატო-სთან და ჩვენი მიზანია ამ ორ ორგანიზაციაში შესვლა.
საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯები ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე. ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი დემოკრატიას ამ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


