პოლიტიკა
ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას! - ირმა ინაშვილის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. „პატრიოტების“ ლიდერმა მოითხოვა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ „ევროპულ საქართველოსთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გიორგი ვაშაძესთან გარიგებაში.
ინაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდი არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.
ინაშვილმა აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს არ შეწყვეტს და იბრძოლებს დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.
„საზოგადოებას ახსოვს, მე ოთხჯერ მოვუწოდე ბიძინა ივანიშვილს,- განემუხტა საკონსტიტუციო კრიზისი და შეეჩერებინა საარჩევნო სისტემის უზურპაცია, რომელიც ხელისუფლებაში მის მიერ მოყვანილმა კვირიკაშვილის გუნდმა განახორციელა.
ჩვენ გვახსოვს, ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ იქნებოდა პირველი ოპოზიციონერი, თუკი დემოკრატიას რაიმე დაემუქრებოდა. მაგრამ ივანიშვილი დუმს და ყველაფერი ცუდი უკვე მოხდა.
სახეზე გვაქვს: უპასუხისმგებლო დამოკიდებლება ქვეყნის გამთლიანებისადმი, სახეზე გვაქვს საარჩევნო სისტემის უზურპაცია, შიდა გადატრიალება „ქართულ ოცნებაში“ , სახეზე გვაქვს საბანკო ტერორი, სიღატაკე და უსახლკარობა.
ამ უმძიმეს ვითარებაში კვირიკაშვილი ურიგდება ბოკერიას, გულმოდგინედ ცდილობს მთავარ ოპოზიციურ პარტიებად კვლავ ნაცმოძრაობისა და ბოკერიების და ახლა უკვე ვაშაძის წარმოჩენასაც კი. კერძოდ, 15 ოქტომბერს ნაცმოძრაობამ მთელ საქართველოს მოუხმო, მაგრამ თბილისში 4000 კაციც ვერ შეკრიბა. ხელისუფლება კი, გვარწმუნებს, რომ მათ 5000 კაცი შეკრიბეს. ამავე დღეს ბოკერიამ 1000 კაციც კი ვერ შეკრიბა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში. ჩვენ კი, გამოგვიცხადეს, რომ სპორტის სასახლე გაავსეს. ამავე დღეს ჩვენ ბათუმში, თავსხმა წვიმაში უფრო მეტნი ვიყავით, ვიდრე ნაცმოძრაობის მომხრეები- თბილისში! ხოლო 1 ოქტომბრის აქციაზე, თბილისში, ჩვენ სამჯერ და ოთხჯერ მეტნი ვიყავით, ვიდრე ნაცმოძრაობა და ბოკერია ერთად აღებული.
ამის მიუხედავად, ხელისუფლება კვლავ ამკვიდრებს აზრს, რომ მისი მთავარი ოპონენტები არიან: ნაცმოძრაობა, ბოკერია და ახლა უკვე ვაშაძეც კი. ამასთან, თუ ნაცმოძრაობას ცოტაოდენი მხარდამჭერი მაინც ჰყავს, ბოკერიას და ვაშაძეს საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, ხმას არავინ აძლევს.
ბატონო ბიძინა, თქვენ გვპირდებოდით, რომ დასრულდება სიყალბე, აღარ იქნება უზურპაცია, რომ ვიცხოვრებთ სამართლიან სახელმწიფოში. სადაა დღეს ეს სამართლიანობა? და რაშია სამართლიანობა? სად გაქრა ყველა ის სიკეთე, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი გვპირდებოდით 2012 წლის შემოდგომაზე?
ფაქტია, რომ თქვენ დღესაც ბრძანდებით ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქე. ფაქტია, რომ კვირიკაშვილის მთავრობა თქვენი მოყვანილია. ფაქტია, რომ ამ მთავრობამ უკვე განახორციელა საარჩევნო სიტემისა და შესაბამისად, ძალაუფლების უზურპაცია და ნათელია, რომ ამ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უკვე დაამყარა რბილი დიქტატურა. ნათელია ისიც, რომ ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. სახეზეა ისიც, რომ საზოგადოება პირადად თქვენ გაკავშირებთ ყველა ამ ნეგატიურ მოვლენასთან. თქვენ კი, დუმხართ და გვაინტერესებს, ხართ თუ არა ამ პროცესების თანამონაწილე?
ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას! ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს! ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს! ჩვენ დავცავთ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლით მოიპოვა. ჩვენ არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას ბოკერიებს“, - წერია ინაშვილის მიმართვაში.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


