უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ნოემბერი, 2017 19:05
font-size

ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას - ოთარ კახიძე

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ, შს ყოფილი მინისტრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

კახიძის განმარტებით, პალატამ ძალაში დატოვა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რითაც ცნობს შს ყოფილ მინისტრს პოლიტიკურ პატიმრად. მან მოითხოვა ხელისუფლებისგან, რომ ქვეყნის იმიჯის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად გაათავისუფლოს მერაბიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა მანამდე სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას. სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა - ეს არის ცნობილი მუხლი, რომლითაც ცნობილი პატიმრების - იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოს საქმეები იყო წარმართული და მე მინდა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ, რომ მოახდინონ ზიანის მინიმალიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მათ მიიღეს მერაბიშვილის დაპატიმრებით, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე“, - განაცხადა კახიძემ.

ადვოკატის განმარტებით, დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია, რადგან ის წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოს ბოლო ინსტანციას. კახიძემ აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რომელმაც ვანო მერაბიშვილთან ერთად სხვა პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეში ევროკონვენციის 2 მუხლის დარღვევა დაადგინა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი