სამართალი
ჩვენ მხარეს ახლა არანაიარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს - პაატა სალია
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განმარტებით, სტრასბურგში რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში ბიზნესმენის ინტერესების დამცველები მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ევროსასამართლოში მოდავე მხარეები საქართველოს მთავრობა და რუსთავი 2 არიან.
სალია არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება შეიცვალოს და გაუქმდეს თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე.
,,სასამართლოს ამ ეტაპამდე არ მიუღია გადაწყვეტილება ისეთ დავებთან დაკავშირებით აღსრულების შეჩერების გამოყენებაზე, რომელიც არ ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს, წამებას და დეპორტაციას. ეს პირდაპირ არის მითითებული სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე შესაბამის გადაწყვეტილებებში. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ვინაიდან ეს არის ქონებრივი დავა, გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუმცა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ამ შემთხვევაში ჩვენ მხარეს ახლა არანაიარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. მხარეები არიან: ის განმცხადებელი, ვინც მიმართა სასამართლოს და საქართველოს სახელმწიფო’’, - აცხადებს პაატა სალია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


