პოლიტიკა
ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად - ირაკლი კობახიძე
ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე, ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. აიკრძალა ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე აიკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ ამის ერთგვარი დასტურია - პრაქტიკულად, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბუნებრივია, ეს ნაბიჯებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზომას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთას“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


