პოლიტიკა
ჩვენ კვლავ საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ განვითარებულ საარჩევნო კამპანიას - ევროკავშირის ელჩი საქართველოში
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო ნეგატიურად შეაფასა. მისი თქმით, სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია, ხოლო მუქარის შემცველ განცხადებებზე გამოძიება დროულად უნდა წარიმართოს.
„ჩვენ კვლავ საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ განვითარებულ საარჩევნო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანია. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც სხვადასხვა მიმართულებიდან და საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის. იმედი მაქვს, გამოძიებულ იქნება ყველა ეს ფაქტი“,- განაცხადა ჰარცელმა.
არსებულ ვითარებაზე ისაუბრა საქართველოში გაეროს ელჩმა ლუიზა ვინტონმა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას უჭირავს.
„ევროკავშირთან ერთად ჩვენ ვატარებთ მედიამონიტორინგს. აუცილებელია, საარჩევნო პროცესში განვითარებული მოვლენები მედიამ უკეთ გაანალიზოს,“ - თქვა ვინტონმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


