პოლიტიკა
ჩვენ ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ჩიხში შევიდა. პრეზიდენტმა ურჩია მმართველ გუნდს, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური კონსესუსის გზით მიიღოს.
„დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. მე ვფიქრობ, იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქათული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიულ იმიჯს, უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს - დიალოგის, კონსენსუსის, ჩართულობის ღირებულებებიდან გამომდინარე. გავიგე, რომ 6 თვე დასჭირდა იმას, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება ჩვენთვის, ევროპიდან ეთქვათ. ახლა ვითარების სირთულე გავიაზროთ და ნუ შევიყვანთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას კრიზისში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


