პოლიტიკა
ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, კოლუმბიას - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნებისთვის, ქვეყანას ავღანეთის სცენარამდე მიიყვანს.
„კიდევ ერთხელ ივანიშვილსა და მარიხუანაზე, ივანიშვილი და მთელი თავისი მინისტრები, პრემიერი, შს მინისტრი დამწკრივდნენ და ამტკიცებენ, რომ ეს არის ეკონომიკისთვის ძალიან კარგი. ჩვენ უკვე ვნახეთ ივანიშვილის ერთი ინიციატივა- ბიტკოინების ქარხანა გლდანში. რომელიმე თქვენგანმა მიიღო რაიმე შემოსავალი ბიტკოინებისგან? გარდა იმისა, რომ გაგიძვირდათ დენი, იმიტომ რომ ის ბიტკოინების ქარხანას მინიმალურ ფასში მიეწოდებოდა, თითოეული თქვენგანის ხარჯზე. ზუსტად ასევეა მარიხუანა.
საქმე ისაა, რომ ივანიშვილი დაინტერესებულია იმით, რომ გლეხები გაკოტრდნენ, ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ვაზი გაიჩეხოს, თხილი და ციტრუსები გაიჩეხოს, მიწები იაფად ჩაიგდოს ხელში. ისინი აპირებენ, როგორც თვითონ თქვეს, ამ ნათესების დაცვას, ე.ი ხალხისგან იზოლირებას. მათ სჭირდებათ მიწები, რომელიც აღარ იქნება ხალხის საკუთრებაში და ხალხი მათში ვერ შევა. როგორც შემოღობა ბოტანიკური, როგორც შემოღობა თბილისის ცენტრი, ზუსტად ასევე აპირებს საქართველოში უთვალავი მიწების შემოღობვას და ამას არც მალავს. ეს ერთი, მეორე - მე მინდა ვუთხრა იმ ვითომ პროგრესულ ხალხს, რომელთაც მაგალითად მოჰყავთ ამერიკა და ბრიტანეთი. უნდა შეხედოთ მარიხუანას ბაზარს და ნახავთ, რომ ეს პრაქტიკულად არის ჩაკეტილი. ეს მარიხუანა არ გავა ექსპორტზე, იმიტომ რომ ეს ბაზარი დიდი ხანია განაწილებული აქვთ ძალიან დიდი წარმოების ქვეყნებს. პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ დიდ შიდა ქსელს. მე როცა მელაპარაკებიან ამერიკაზე, ბევრად უფრო ახლო მაგალითი გვაქვს, ეს არის ავღანეთი. ავღანეთი 70-იან წლებში იყო ძალიან პროგრესული ქვეყანა, განათლებული ხალხით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შადრევნებით, უჩადრო ქალებითა და ასე შემდეგ. 70-იან წლებში მასობრივად შევიდა ყაყაჩოს კულტურა და მთელი ქვეყანა დაჯდა და დაიწყო მოწევა. მე ნამყოფი ვარ ავღანეთში და ვიცი, რაზე ვსაუბრობ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული ქვეყანა, თუ ყველაზე გაუბედურებული არა, მსოფლიოში.
ჩვენ გვიმზადებენ არა კოლორადოს შტატობას, თუმცა არც კოლორადოს შტატშია ყველაფერი კარგად, ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, კოლუმბიას. ამ პირობებში ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაგვარება- გადაჯიშება. იმიტომ რომ, რასაც ჩვენ ახლა გვეუბნებიან, ეს არაა თავისუფლება. ნარკოტიკებს მოაქვთ დანაშაული, კარტელს მოაქვს ხელისუფლების უზურპაცია, მოაქვს უკიდურესი გაღატაკება და პირდაპირ რომ ვთქვათ გამოშტერება მოსახლეობის.
მე არ მინდა ჩემი ქვეყნისთვის ეს, მოდით, ყველამ ერთმანეთს მოვუყვეთ ამის შესახებ და არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, გამდიდრების პათოლოგიური სურვილისა და ქართველი ერის სიძულვილის გამო , საბოლოოდ გაანადგუროს საქართველო. ეს აღარ არის ხუმრობა და პოლიტიკური საკითხები. მეც ბოლომდე ჩავერთვები, აუცილებლად შემოგიერთდებით ამ ბრძოლაში, პირადად , ფიზიკურად ჩავერთვები, ვიქნები თქვენთან ერთად, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, იცოდეთ, რომ ნამდვილად არ მიგატოვებთ ამ დიდი საფრთხის წინაშე, ჩვენ ყველანი ერთად ვკარგავთ სამშობლოს და ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


