პოლიტიკა
ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენ შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან - გიორგი კვირიკაშვილი
ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს არ განხორციელდეს, ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც მათ შორის იყოს დაცული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენ შვილებთან, ახალგაზრდებთან.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და მე მგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი მაინც არის ის, მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ ის გზები, რომ ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს არ განხორციელდეს, ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც, მათ შორის იყოს დაცული, რათა მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვის გაშვება.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენ შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ. მათ აქვთ იდეებიც, აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ჩვენი დამოკიდებულებისგან ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ხოლმე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


