პოლიტიკა
ჩვენ გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავიდეთ სრულფასოვან მომგებიანი ეკონომიკური სექტორის შექმნაზე - მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, საჭიროა მიწის ახალი რეფორმის განხორციელება სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვნად ასათვისებლად. ამის შესახებ ბახტაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა.
მისი თქმით, მთავრობამ მიიღო მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეარბილებს პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით იყო.
„ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ჩვენს პროგრამაშია და ივლისში კანონის სახეს მივცემთ, არის ის, რომ ყველა საგადასახადო დავალიანება, რომელმაც გამოიწვია კომპანიების გაჩერება, 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით სრულად ჩამოიწერება. თუმცა ეს არ არის საკმარისი პირობა და ჩვენ გვჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავიდეთ სრულფასოვან მომგებიანი ეკონომიკური სექტორის შექმნაზე. დღეს, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს და შეგახსენებთ, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა, ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას. შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტური რეფორმები“, – განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


