პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში მიწვევას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ჩვენ, კვლავაც, მოთმინებით ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალება მოგვცა, მათ შორის, იმ შეხვედრებმა, რომელიც გაიმართა მილანის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, გასაუბრებას ვგულისხმობ, ერთი მხრივ ჩვენს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორე მხრივ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს. რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებებიც, საპარლამენტო ფორმატიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან,“- აღნიშნა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


