პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს საფუძველი არა მარტო გავათავისუფლოთ ცერცვაძე, არამედ არ გადავცეთ რუსეთს - უკრაინის გენერალური პროკურორი
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, უკრაინას აქვს ყველა საფუძველი, არ გადასცეს გია ცერცვაძე რუსულ მხარეს. ამის შესახებ ლუცენკომ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
„მათი მიმართვა, ასევე საერთაშორისო კონვენციების დებულებათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, არა მარტო გავათავისუფლოთ გია ცერცვაძე პატიმრობიდან, არამედ გადავწყვიტოთ, არ გადავცეთ რუსეთს ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა უკრაინასა და საქართველოს რუსული აგრესიისგან თავდაცვაში“, - წერს ლუცენკო.
მისი თქმით, 24 იანვარს მან მოლაპარაკებები აწარმოა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან, ოპოზიციის წარმომადგენელ გივი თარგამაძესთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ქართულ სამხედრო კორპუსთან.
კიევის პროკურატურის განცხადებით, თუ დამტკიცდება, რომ გია ცერცვაძის მოხალისეთა მხარეს იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, მაშინ რუსეთს, როგორც ქვეყანა - აგრესორს, უარს ეტყვიან მის გადაცემაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


