პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას აქვს „მტკიცებულება“, რომ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა ქალაქ დუმაზე თავდასხმისას.
მაკრონს არ უთქვამს, რა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ წინა კვირას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, სულ მცირე, ქლორი“, -თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეუერთდება თუ არა საფრანგეთი სირიაზე თავდასხმაში, მაკრონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას შესაბამის დროზე მიიღებენ.
„ჩვენ გვჭირდება, მივიღოთ გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა გადავწყვეტთ, რომ ეს ყველაზე საჭირო და ეფექტურია“, -უპასუხა მაკრონმა.
მისი თქმით, საფრანგეთი არ დაუშვებს სიტუაციის ესკალაციას რეგიონში.
მან აღნიშნა, რომ თავდასხმა უნდა იყოს გამიზნული სირიის მთავრობის „ქიმიურ პოტენციალზე“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, შაბათს ქალაქ დუმაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, აქედან 43-ს დაუდგინდა სიმპტომები, რომლებიც ქიმიურ თავდასხმაზე მიუთითებდა.
დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამე მონაწილეობას უარყოფს. ასადის პარტნიორი რუსეთი კი დასავლელი ლიდერების განაცხადებებს ქიმიური თავდასხმის შესახებ „პროვოკაციას“ უწოდებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


