პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ან პროკურატურას უნდა დავუჯეროთ, ან ივანე მერაბიშვილის - დავით მათიკაშვილი მერაბიშვილის საქმეზე
პროკურატურის განცხადებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის ენდობა პროკურატურასა და გამოძიების შედეგებს.
„პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება იქნა ჩატარებული, გამოკვლეული იქნა ყველა მტკიცებულება, გამოკითხული იქნა 50-ზე მეტი პირი და ის განცხადებები, რომელიც თავის დროზე იქნა გაკეთებული ივანე მერაბიშვილის მიერ, არ დადასტურდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, ან უნდა ვენდოთ პროკურატურას და გამოძიებას, ან უნდა დავიჯეროთ ივანე მერაბიშვილის. მე არ ვიცი ივანე მერაბიშვილი საკნიდან გამოფრინდა-შეფრინდა, რა თქმა უნდა, ხუმრობით, სხვანაირად გამოძიებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. უწყების განმარტებით, საქმის მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


